აშშ-მა რუსეთს ნავალნის საქმეზე სანქციები დაუწესა
- მსოფლიო
- 02.03.2021
- 18:36
შეერეთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტმა ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით 14 ორგანიზაცია შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მათ შორის 13 კომერციული კომპანიაა, აქედან 9 რუსეთშია, 3 გერმანიაში, ერთი კი შვეიცარიაში, სანქცირებულთა სიაში ასევე არის რუსეთის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტიც.
„ყველა ეს მხარე ჩართულია ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის ელემენტების წარმოების სხვადასხვა ასპექტში“, - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ევროკავშირმაც.