საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- მსოფლიო
- 03.03.2021
- 18:35
საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 400 კილომეტრის დაშორებით ელასონასთან დაფიქსირდა.
მიწისძვრას რამდენიმე შედარებით მსუბუქი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.
ნგრევისა, დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.