WizzAir-ი მარტის ბოლოდან ფრენებს განაახლებს
- ეკონომიკა
- 04.03.2021
- 12:48
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია WizzAir-ი საქართველოში მარტის ბოლოდან განაახლებს ფრენებს.
ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან 20 მიმართულებით კვირაში 45 რეისს განახორციელებს.
"Wizz Air-ი, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, ფრენებს მარტის ბოლოდან განახლებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აახლებს და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს 20 მიმართულებით შეასრულებს, კვირაში 45 ფრენა", - განაცხადა თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200