png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პლებისციტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი კომპრომისი, არ ვიცი რატომ ეწინააღმდეგება სააკაშვილი - სერგო ჩიხლაძე

  • პოლიტიკა
  • 04.03.2021
  • 17:49
პლებისციტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი კომპრომისი, არ ვიცი რატომ ეწინააღმდეგება სააკაშვილი - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს რატომ გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პლებისციტთან დაკავშირებით განსხვავებული განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ ოპოზიცია პლებისციტს არ უნდა დათანხმდეს.

სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია პლებისციტის მომხრე იყო, როგორც ერთ-ერთი კომპრომისის.

მისივე თქმით, მათ შორის იყო "ნაციონალური მოძრაობაც" და ამას ყველა ოპოზიციური კოლეგა დაადასტურებს.

"ყველანი შეთანხმდით მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ პლებისციტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი კომპრომისი. რაც შეეხება თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციასაც, ისინიც იყვნენ იმათ რიგებში, ვინც ეს წინადადება გაიზიარა ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში.

არ ვიცი დღეს რატომ ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი არ არის ჩემი პარტიის თავმჯდომარე, ამიტომ მე არ ვიცი რა დგას ამის უკან.

პარტნიორები ვართ ყველანი მსხვილი ოპოზიციური პარტიისაც და მცირესაც, მთავარი არის, რომ ყველა პარტია შეთანხმებული ვართ იმ 6 პუნქტზე; ყველა პარტიას თავის დროზე არაოფიციალური ხელმოწერით დადასტურებული აქვს, რომ ერთ-ერთი საკითხი შეიძლება იყოს პლებისციტი, როდესაც მეოთხე რაუნდზე მივდიოდით და ეს ფასილიტატორ ელჩებთანაც დადასტურებულია. ყველა პარტიაში იგულისხმება ბარიერგადალახული პარტიები, ჩამოგითვლით: "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო", "ლეიბორისტული პარტია" და "გირჩიც".

დიახ, პლებისციტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი კომპრომისი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, კიდევ ერთი საკითხია, რომ ხელისუფლებიდან რა წინადადება წამოვა. ჩვენ ხომ არ ვიცით, ხომ შეიძლება ხელისუფლებისგან მოვიდეს აბსოლუტურად სხვა მსგავსი წინადადება, რომელზეც შეიძლება ასევე დავფიქრდეთ ხომ, ვადამდელთან დაკავშირებით?

დიახ, ეს ყველამ იცის, ამას ყველა ჩემი ოპოზიციური კოლეგა დაადასტურებს. ეს ასე არ იყო ნამდვილად, გეუბნებით პლებისციტის იდეაზე", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge