primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ეუთო/ოდირმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

  • პოლიტიკა
  • 06.03.2021
  • 14:22
ეუთო/ოდირმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

ეუთო/ოდირმა საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ეყრდნობა ეუთოს შუალედურ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ შექმნა გამოწვევებით სავსე კონტექსტი, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული, თუმცა, ამასთან იყო მუდმივი ბრალდებები, რომ ამომრჩევლებზე ხდებოდა ზეწოლა და არ იყო გამიჯნული ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.

ორგანიზაცია აქვეყნებს რეკომენდაციებს იმისათვის, რომ საქართველოში არჩევნების ჩატარების გამოცდილება გაუმჯობესდეს.

1. თანმიმდევრული და სტაბილური საარჩევნო ჩარჩოს უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს, რათა ის მეტად შეესაბამებოდეს ეუთოს ვალდებულებებს, საერთაშორისო სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას, მომდევნო საარჩევნო პერიოდის წინ და ინკლუზიური კონსულტაციების პროცესში.

2. საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა შესაძლებელია გადაიხედოს მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით. დანიშვნის ფორმულის გადახედვა შესაძლებელია უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და ერთეული პოლიტიკური პარტიების ფაქტობრივი დომინირების თავიდან ასაცილებლად.

3. საარჩევნო ადმინისტრაციისადმი გამჭვირვალობისა და ნდობის მეტად გაზრდის მიზნით, ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა განიხილონ ყველა არსებითი საკითხის კოლეგიურად და საჯარო სესიებზე განხილვა.

4. საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის და ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გადადგან სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები, რათა სწორად გამოიძიოს ამომრჩეველთა და საარჩევნო შტაბის თანამშრომლების დაშინების ბრალდებები.

5. უნდა გადახედოს საარჩევნო დავების გადაწყვეტის ჩარჩო პროცესის გამარტივებისა და იურიდიული მდგომარეობის გასაფართოებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ მოქალაქეებს, რომელთა საარჩევნო უფლებებიც დაირღვა, უფლება აქვთ შეიტანონ საჩივარი იურიდიული დახმარების მისაღებად.

6. საარჩევნო დავების მოგვარებაში გამჭვირვალობისა და ნდობის მეტად გასაზრდელად, ყველა დავა უნდა განიხილონ კომისიებმა კოლეგიურად და ღია სესიებზე. საარჩევნო დავების ეფექტიანი გადაჭრის უზრუნველსაყოფად, კანონი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო ორგანოების და მათი ოფიციალური პირების ყველა გადაწყვეტილებისა და მოქმედების სასამართლო განხილვის უფლებას.

7. იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და ერთიანი პრაქტიკა არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვისთვის საარჩევნო კოდექსში უნდა განისაზღვროს მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები ხელახალი დათვლისა და გაბათილების უზრუნველსაყოფად. საოლქო საარჩევნო კომისიები საკმარისად დაკომპლექტებული და მომზადებული უნდა იყოს საჩივრების ეფექტურად განხილვისა და ყველა დარღვევის საფუძვლიანი გამოძიებისთვის.

8. თავისუფალი ეთერის დროის და რეკლამებისთვის თანხების გამოყოფის შესახებ არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა ყველა კონკურსანტი კამპანიისთვის თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოს.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ოდირი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, რათა მეტად გააუმჯობესონ საარჩევნო პროცესი და უსაპუხონ ამ და წინა ანგარიშებში დაწერილ რეკომენდაციებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge