საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- საზოგადოება
- 07.03.2021
- 11:43
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 349 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 15 919 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 210, „პისიარ“ ტესტით – 9 709.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 851 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 693 გამოჯანმრთელდა, 3576 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 307, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 410 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 133 პირი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200