png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ყოფილი მიმტანი ამბობს რომ ბერა ივანიშვილი, ფეისბუქზე კრიტიკული პოსტის გამოქვეყნების გამო, მასაც ემუქრებოდა

  • საზოგადოება
  • 07.03.2021
  • 14:52
ყოფილი მიმტანი ამბობს რომ ბერა ივანიშვილი, ფეისბუქზე კრიტიკული პოსტის გამოქვეყნების გამო, მასაც ემუქრებოდა

ბათუმელმა ჟურნალისტმა და ყოფილმა მიმტანმა, ტატო ცეცხლაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი მასაც დაემუქრა.

მისი თქმით, კრიტიკული პოსტი მან ფეისბუქზე მაშინ დაწერა, როცა დროებით მიმტანად მუშაობდა და ბერა ივანიშვილს მოემსახურა, მან კი მიმტანს ე.წ თიფი - სერვისისთვის დამატებითი თანხა არ დაუტოვა.

"სტატუსის დაწერიდან ნახევარ საათში მოვიდა ობიექტის მფლობელი, მენეჯერი. მფლობელმა მთხოვა, წამეშალა სტატუსი. მე ვუთხარი უარი. ამის შემდეგ მას დაუკავშირდა უშიშროების წარმომადგენელი, ის მესაუბრა მერე, მერე მესაუბრა ბერა ივანიშვილი.

მან მითხრა, რომ როგორც მიმტანმა ჩავთვალე, რომ მილიონერის შვილს ვესაუბრებოდი და გადავწყვიტე ფულის გაკეთება, რომ ვიყავი პოლიტიკური პარტიების მიერ მიგზავნილი, რომ გამეკეთებინა ფული. მომაყენა ძალიან პირადი შეურაცხყოფა, ეხება ჩემი ოჯახის წევრებს. მითხრა, რომ თუ მე ამ ამბავს გავაგრძელებდი, მექნებოდა სერიოზული პრობლემები". - ყვება ცეცხლაძე.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ურეკავდნენ, სტატუსის წაშლასა და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. ასევე მისი თქმით, დაახლოებით 2 კვირის შემდეგ რესტორნის მფლობელმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა.

ტატო ცეცხლაძე ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში "ნოდარ მელაძის შაბათში" გავიდა სატელფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც, ავტორების მტკიცებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge