png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

დღეს 17:00 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით, 1000 მშობლის მარში გაიმართება

  • საზოგადოება
  • 08.03.2021
  • 14:08
დღეს 17:00 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით, 1000 მშობლის მარში გაიმართება

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს 17:00 საათზე, "მომისმინე - პროტესტის 100 დღე" კამპანიის ფარგლებში, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით აქცია "ათასი მშობლის მარში" გაიმართება.

კამპანია აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმიანებიან ბოლო დროს განვითარებულ მოველენებს, გოგოებისა და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს, რაზეც სახელმწიფო ინსტიტუციების არასათანადო რეაგირების შედეგად საქართველოში გოგოებსა და ქალებს აუპატიურებენ და ზოგის სიცოცხლე თვითმკვლელობით სრულდება.

ქალაქებში - თბილისი, გორი, ზუგდიდი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ხარაგაული, ახალციხე, რუსთავი, მარნეული და თელავი, აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები არსებული პრობლემის გადაჭრის მიზნით.

თბილისში მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყება. აქციის მონაწილეები მოთხოვნებს კანცელარიის წინ საჯაროდ გააჟღერებენ. მოთხოვნები შემდეგია:

- შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;

- შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;

- გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;

- გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

- დადგეს 14 წლის გოგოს, ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს ყველას შემოუერთდეს "ათასი მშობლის მარშს", რათა სახელმწიფომ ნათლად დაინახოს რომ ცვლილებების დროა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge