png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ეს იყო მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა, არავის აქვს კერძო საკუთრებაში შესვლის უფლება - ანდრია ჯაღმაიძე

  • საზოგადოება
  • 08.03.2021
  • 23:11
ეს იყო მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა, არავის აქვს კერძო საკუთრებაში შესვლის უფლება - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაში, განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს იყო მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა, რაც ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს.

ის ამბობს, რომ ეპარქიის ახალ მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

ეს არის გაუგონარი თავხედობა, ეს არის ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა და სიწმინდისა. მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა რეზიდენციაში.

ეს არის დევნა, არავის აქვს კერძო საკუთრებაში შესვლის უფლება და როდესაც კარს უმტვრევ და ვარდებიან შიგნით, რამდენად მიგაჩნიათ სწორად?

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს, ამას ვამბობთ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომელიც გვიკავშირდებოდა. ხვალ უფრო მეტი სიცხადე იქნება. მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას ძალით,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მედიის წარმომადგენლების დაშავების შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ეს სამწუხარო ფაქტია. მისი თქმითმ იქ ჟურნალისტები არ უნდა ყოფილიყვნენ.

"ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი, რომ ჯანმრთელობა დაუზიანდა ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს - ეს სამწუხარო ფაქტია. ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას. აივანი საკმაოდ ვიწროა, ბევრი ხალხი იყო ასული, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ ჟურნალისტები", - თქვა მან.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში დღეს სასულიერო პირების შეხვედრა დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე მისული იყვნენ მრევლი და ის სასულიერო პირები, რომლებიც ახლადდანიშნული მეუფის მხრიდან, პეტრე ცაავას მხარდამჭერი ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას აპროტესტებდნენ.

პროტესტის დროს რეზიდენციის აივნიდან, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მედიის წარმომადგენლები გადავარდნენ და დაშავდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge