png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

"ასტრაზენეკას" ვაქცინა ჩემთვის მიუღებელია - მეუფე იოანე

  • საზოგადოება
  • 11.03.2021
  • 20:16
"ასტრაზენეკას" ვაქცინა ჩემთვის მიუღებელია - მეუფე იოანე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აცხადებს, რომ მისთვის "ასტრაზენეკას" ვაქცინა მიუღებელია. ამის შესახებ მიტროპოლიტმა რუსთავში ტაძრის კურთხევის შემდეგ, "ინფო-რუსთავის" მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"გააჩნია, რომელ ვაქცინაზეა საუბარი. არის სხვადასხვა ვაქცინები, სხვადასხვა ბაზაზე შესრულებული. აღმოჩნდა, სამწუხაროდ, რომ ერთ-ერთი ვაქცინა არის აბორტის მსხვერპლისგან დამზადებული, უმანკო ჩანასახისგან აღებული ნაწილი შედის იქ. ეს ჩემთვის მიუღებელია, კანიბალიზმის დონემდე მიდის უდანაშაულოს, უმანკოს, ძალადობით მოკლულის მიერ ჯანმრთელობას მივხედოთ. ეს განხილული იყო წმინდა სინოდზეც. საუბარია ასტრაზენეკაზე და ჩემთვის მიუღებელია, თუნდაც მხოლოდ ამიტომ.

"მე ჩემი სიტყვა ვთქვი და მთავრობამ თავის სიტყვა თქვას. არის მეორეც, ფაიზერი, მაგრამ რომელს შემოიტანს მთავრობა, ეს მისი საქმეა, ჩვენ რელიგიური მოტივით შეგვიძლია ვთქვათ უარი. გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ის, რომელიც ჩვენთვის მისაღებია. ვთქვით უკვე, რა არის ამ ვაქცინის საფუძველი. მგონი ეს რომ ეცოდინებათ, არავინ არ მოინდომებს. რეკომენდაციას მრევლს მეტს აღარ მივცემთ, გამოვააშკარავეთ რა არის ჩადებული ამ ვაქცინაში და თვითონ ადამიანმა გადაწყვიტოს მისთვის მისაღებია თუ არა", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

"ასტრაზენეკას" ვაქცინა მსოფლიოს ყველაზე მკაცრმა და ავტორიტეტულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცეს. ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია და ამ მტკიცებულების საწინააღმდეგო სანდო ინფორმაცია არ არსებობს. ასტრაზენეკას ვაქცინა უკვე დაამტკიცეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ბრიტანეთის მარეგულირებელმა და ევროპის მედიკამენტების სააგენტომ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge