ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის კავშირი არ დასტურდება - თამარ გაბუნია
- საზოგადოება
- 14.03.2021
- 15:38
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის კავშირი არ დადასტურდა. მისივე თქმით, აღნიშნულ კავშირს უარყოფს ჯანმრთელობის მოსფლიო ორგანიზაციაც.
"დღეს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს AstraZeneca-სა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, არ არსებობს და თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა ვაქცინაციის შემდეგ, როგორც ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა.
თრომბოემბოლია ისედაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მთელ რიგ დაავადებებთან და ასევე სხვა რისკ-ფაქტორებთან. ამდენად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს AstraZeneca-ს ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებზე მაქვს საუბარი, არ ადასტურებს," - აცხადებს თამარ გაბუნია.