ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანს ალერგიული შოკი განუვითარდა
- საზოგადოება
- 18.03.2021
- 16:24
დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. მას ალერგიული შოკი განუვითარდა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
შემთხვევის შემდეგ ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ქალის ახლობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში შუშა ჩაამტვრიეს.
კლინიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200