primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ფატუ ბენსუდა არ გამორიცხავს, მოსამართლეებს დაკავების ორდერის გასაცემად მიმართოს

  • სამართალი
  • 28.01.2016
  • 11:39
ფატუ ბენსუდა არ გამორიცხავს, მოსამართლეებს დაკავების ორდერის გასაცემად მიმართოს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის ომზე გამოძიების დაწყების საკითხს თავად პროკურორი ფატუ ბენსუდა ეხმაურება. პროკურორი დეტალებს განმარტავს.

მისი თქმით, სასამართლოს არ შეუძლია გამოძიების დაწყება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უკვე იძიებს იმავე საქმეებს. საქართველოს შემთხვევაში კი ასეთი გამოძიება გასული წლის მარტში შეჩერდა, რუსეთში კი ისევ მიმდინარეობს და მას საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო ჯგუფი დააკვირდება.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჩემს ოფისს მისცა უფლება, რომ დაიწყოს გამოძიება საქართველოში 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე. გამოძიების დაწყება გასული წლის ოქტომბერში მოვითხოვეთ, საქართველოში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ სანდო ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც სამივე მხარე მონაწილეობდა. სასამართლოს არ შეუძლია გამოძიების დაწყება იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უკვე იძიებს იმავე საქმეებს. ბოლო დრომდე ქართული და რუსული გამოძიებები პროგრესულად მიმდინარეობდა, თუმცა საქართველოში მარტში ამ მიმართულებით მუშაობა შეწყდა. ჩვენი გამომძიებლები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან შეაგროვებენ. ის იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი,"- განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

გამოძიების პროცესში იგეგმება ეჭვმიტანილების იდენტფიკაცია და იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ დანაშაულში ვინმეს ბრალეულობა დამტკიცდა, სასამართლო დაკავების ორდერსაც გასცემს. გამოძიება დროში არ არის შეზღუდული. ბენსუდა კონფლიქტში ჩართული მხარეებისგან თანამშრომლობას მოელის.

“საქმის წინასწარი პალატის მიერ გაკეთებული დასკვნა წინასწარია და ემსახურება იმის დადგენას, გამართლებულია თუ არა გამოძიების დაწყება. ეს გადაწყვეტილება არ გულისხმობს რაიმე დასკვნას კონკრეტულ პირთა დანაშაულისა ან უდანაშაულობის შესახებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოპოვებული მტკიცებულებები მოგცემს გონივრულ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პირი პასუხისმგებელია სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არსებული სისხლის სამართლის დანაშაულებზე, მე მოსამართლეებს დაკავებისა ან დაკითხვაზე დაბარების ორდერის გასაცემად მივმართავ”, აცხადებს ფატუ ბენსუდა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ ფატუ ბენსუდას მოთხოვნა 2008 წლის ომის გარემოებების გამოძიების შესახებ. როგორც საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2008 წლის პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე, ქართულ-რუსული კონფლიქტის დროს, ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინაშე, მათ შორის - მკვლელობები, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, სამხედრო დანაშაული, სამოქალაქო პირებისა და სამშვიდობოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge