primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

„კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს" წევრობის და გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

  • სამართალი
  • 19.03.2021
  • 14:21
 „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს" წევრობის და გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ე.წ. „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს" წევრობის, გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა და მოყვანის ფაქტზე თ.გ., ა.გ. და გ.გ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თურქეთში მყოფი ე.წ. „კანონიერ ქურდი" - თ.გ. და ,„ქურდული სამყაროს" წევრი გ.გ. დაუკავშირდნენ გ.გ-ს მამას - ა.გ.-ს და ორგანიზება გაუკეთეს ბიზნესმენ მ.ყ.-სგან ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას.

დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2020 წლის 1 ივნისს მ.ყ.-ს ვინმე "მაგამედი" დაუკავშირდა, ჩეჩენი ეროვნების კრიმინალური დაჯგუფების წევრად გაეცნო და მისი შვილის გატაცების ორგანიზებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ, 60 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. 2 ივნისს მ.ყ.-ს ასევე დაუკავშირდა ა.გ. და პრობლემის „ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებისა და ე.წ. „კანონიერი ქურდის" თ.გ.-ს დახმარებით მოგვარებას დაპირდა. ა.გ. არწმუნებდა მ.ყ-ს, რომ თითქოსდა, ე.წ. „კანონიერმა ქურდმა" თ.გ.-მ გადაიხადა ჩეჩენი ეროვნების კრიმინალების მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი და აქედან გამომდინარე, მ.ყ.-ს თანხა ე.წ. „კანონიერი ქურდისთვის" უნდა გადაეხადა.

დაშინებისა და „ქურდული სამყაროს" წესების შესაბამისად მოქმედების იძულების მიზნით, მ.ყ-ს, თურქეთის რესპუბლიკიდან რამდენჯერმე დაუკავშირდნენ ე.წ. „კანონიერი ქურდი" თ.გ. და „ქურდული სამყაროს" წევრი გ.გ. და კატეგორიულად მოითხოვდნენ თანხის გადახდას, ასევე „ქურდული სამყაროს" წესების შესაბამისად მოქმედებას. მ.ყ-მ დაშინებითა და მუქარით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი 12 ივნისს ქ.სენაკში ა.გ.-ს გადასცა, რის შემდეგაც ა.გ. სამართალდამცველებმა დააკავეს.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.გ-მ ნარკოტიკული საშუალების შემცველი დიდი ოდენობით მცენარე უკანონოდ დათესა და მოიყვანა.

თ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა"), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), ხოლო ა.გ.-ს და გ.გ.-ს 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს" წევრობა), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), ასევე, ა.გ-ს ბრალდება 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინათ. ვინაიდან თ.გ. და გ.გ. თავს არიდებდნენ გამოძიებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, თ.გ.-ს და გ.გ.-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თ.გ., ა.გ. და გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თ.გ-ს 9 წლით, ხოლო ა.გ-ს და გ.გ-ს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge