png.ge
png.ge
png.ge
16+
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა

  • საზოგადოება
  • 19.03.2021
  • 18:42
ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა

თბილისში ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ადასტურებს.

"პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ. ახალგაზრდა ადამიანია. გიდასტურებთ, რომ გვერდითი მოვლენების კომიტეტში შესულია ინფორმაცია. ერთ-ერთ საავადმყოფოშია ეს ახალგაზრდა ქალბატონი. იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ იმ მონაცემებით ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გვერდითი მოვლენების კომიტეტმა - იყო თუ არა იქ ანაფილაქსია. იქ იყო მწვავე ალერგიული რეაქცია, იმიტომ რომ თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა იქ შოკი ეს დასადასტურებელია. ის ახლა კარგად არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოკერიას სახელობის კლინიკის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა კიწმარიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გამოვლინდა ალერგიული რეაქცია და მდგომარეობა ანაფილაქსიურ შოკამდე არ მისულა.

"17 რიცხვში აიცრა ჩვენი კოლეგა, რომელსაც ვაქცინაციიდან დაახლოებით 15-20 წუთში გამოუვლინდა ალერგიული ხასიათის გამონაყარი, ჰქონდა რაღაც მოუსვენრობა, შფოთვა, რის გამოც პირველი პროტოკოლის შესაბამისად, შესაბამისი ღონისძიებები იქნა გატარებული, მდგომარეობა გაუმჯობესდა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და შესაბამისად, გაეწერა ბინაზე”, - თქვა კიწმარიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge