png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნოდარ ხადური ევროპარლამენტის ფრაქცია „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის" დელეგაციის წევრებს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 28.01.2016
  • 11:52
 ნოდარ ხადური ევროპარლამენტის ფრაქცია „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის" დელეგაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნოდარ ხადური ევროპარლამენტის ფრაქცია „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის" დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომელსაც ევროპის პარლამენტში საქართველოს თემაზე მუდმივი მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი (Andrejs Mamikins) ხელმძღვანელობს.

დელეგაციის ვიზიტის მიზანია, საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა.

 ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, მათ შორის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროებში პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსების მიმართულებით.

 დელეგაციის წევრების განცხადებით, მათთვის ცნობილია იმ წარმატებული რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა მოსახლეობის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიმართულებით. მათი განცხადებით, „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი" კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპარლამენტში ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით.

 სოციალისტური და დემოკრატიული ევროპარლამენტის ფრაქცია „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი" წარმოადგენს სიდიდით მეორე საპარლამენტო ჯგუფს და მის შემადგენლობაში შედის 195 დეპუტატი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge