გურჯაანში, 40 წლამდე კაცი მანქანაში ჩაცხრილეს
- სამართალი
- 25.03.2021
- 10:33
გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილია მანქანაში მსხდომი სამი პირი.
დაჭრილები გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული სხვაში შეეშალათ და მსხვერპლი იმ პიროვნების ავტომობილს მართავდა, ვისი მკვლელობაც იყო განზრახული.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200