ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს დატოვებენ, თუმცა 1-ელ მაისამდე ეს რთული იქნება - ბაიდენი
- მსოფლიო
- 26.03.2021
- 09:55
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს დატოვებენ, თუმცა პირველ მაისამდე ამის გაკეთება რთული იქნება.
„1-ლი მაისისთვის ტაქტიკური მიზეზების გამო ჯარის გამოყვანა რთული იქნება“, - განაცხადა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები სხვა ქვეყნებთან და ნატო-ს წევრებთან, რომელთა ჯარებიც ავღანეთში იმყოფებიან. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ აშშ ავღანეთს დატოვებს, ეს უსაფრთხოდ და მოწესრიგებულად მოხდება.