primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

საქართველომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაჭრობის პოლიტიკის მიმოხილვის ანგარიში წარადგინა

  • ეკონომიკა
  • 28.01.2016
  • 15:17
საქართველომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაჭრობის პოლიტიკის მიმოხილვის ანგარიში წარადგინა

ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ფარგლებში, 2009 წლის შემდეგ რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის მიმოხილვის ანგარიში განიხილეს. აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელმაც შეხვედრის ფარგლებში წევრ ქვეყნებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში 2009-2014 წლებში სავაჭრო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ანგარიშს გამოეხმაურა 16 დელეგატი, მათ შორის ევროკავშირი, აშშ, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, ჩინეთი და ა.შ. წევრმა ქვეყნებმა მაღალი შეფასება მისცეს ვაჭრობის ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და მიესალმნენ საქართველოს მიერთებას ვმო-ს ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებასთან (TFA). აღინიშნა,რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ შეთანხმების ფარგლებში განახორციელა B და C კატეგორიის ვალდებულებების ვმო-ში წარდგენა. ასევე, ქვეყნები მიესალმნენ საქართველოს მიერ ვმო-ს განახლებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების შეთანხმებასთან (ITA) მიერთების ინიცირებას.

შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ წარმოშობის წესების შესახებ პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის კონვენციასთან მიერთების პროცედურის ინიცირება. ასევე, აშშ-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს კურსს ევროინტეგრაციის მიმართულებით და სჯერა, რომ DCFTA აღებული ვალდებულებების განხორციელების შედეგად კიდევ უფრო გაუმჯობესდება სავაჭრო და საინვესტიციო გარემო.

ვმო-ს წევრებმა აღნიშნეს საქართველოს წარმატება ღია, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი სავაჭრო და საინვესტიციო რეჟიმების გამო. მათ ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საბაჟო პროცედურები მნიშვნელოვნად გამარტივდა და სატარიფო დონის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი (2%) მსოფლიოში. საქართველოს მიერ გატარებული პოზიტიური რეფორმები ფისკალურ სექტორში, განსაკუთრებით საგადასახადო და საბაჟო რეჟიმის კუთხით დადებითად შეფასდა.

ასევე ხაზგასმით აღინიშნა ის გარემოება, რომ საქართველომ გაატარა მთელი რიგი შთამბეჭდავი რეფორმებისა, რომელიც მიზნად ისახავს სავაჭრო რეგულაციების ლიბერალიზაციას, გამარტივებასა და განხორციელებას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს კარგი ეკონომიკური პერფორმანსი უკანასკნელი წლების განმავლობაში, რაც გამოიხატებოდა იმ გამოწვევების გამკლავებაში, რომელიც წარმოშობილ იქნა პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა და ვალუტის გაუფასურების გამო. ამ კუთხით საქართველოს ელასტიურობა განპირობებული იყო შედარებით ჯანსაღი მშპ-ს ზრდის ტემპით, საერთაშორისო რეიტინგებში კარგი და გაუმჯობესებული პოზიციების დაკავებით ბიზნესის სიმარტივის კუთხით და წინდახედული მაკროეკონომიკური პოლიტიკით. ასევე აღინიშნა ტურიზმის სექტორში განსაკუთრებული, დადებითი პერფორმანსი, რომელმაც აჩვენა მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი ტურისტების მოზიდვის კუთხით არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან.

შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, საქართველოს რეფორმები ვაჭრობისა და ინვესტიციების რეჟიმების კუთხით მნიშვნელოვანწილად იქნა განპირობებული საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებებით მისი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციით ევროკავშირის საკანონმდებლო და მარეგულირებელ ბაზასთან.

ევროკავშირმა ასევე აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი კონკურენციის პოლიტიკასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სახელმწიფო მხარდაჭერის/სუბსიდიის კუთხით და კმაყოფილება გამოთქვა სანოტიფიკაციო სისტემის შექმნის გამო, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციას ყოველი გაცემული სახელმწიფო დახმარების შესახებ.    

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge