primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა

  • საზოგადოება
  • 09.04.2021
  • 09:55
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა

2021 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, დილის ოთხ საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა დაარბიეს.

1989 წლის 9 აპრილს მომხდარ ტრაგედიას წინ უსწრებდა 1989 წლის 18 მარტს აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში აფხაზების მიერ გამართული მიტინგი, სადაც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლის საკითხი დაისვა, რასაც ქართული საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

საპროტესტო აქცია თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტთთან დაიწყო და შემდგომ რუსთაველის გამზირზე მთავრობის სასახლის (ამჟამად საქართველოს პარლამენტი) წინ გადაინაცვლა. საბჭოთა რეპრესიული მანქანის მორიგი აქცია მსხვეპლით დასრულდა.

თბილისის ცენტრში საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა დაარბიეს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია. დარბევის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, მესანგრის ნიჩბები და მძიმე ტექნიკა.

1989 წლის 9 აპრილის სისხლიან დილას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ათასობით ადამიანი მოიწამლა.

თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დარბევამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობის აგორებისა და ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

აქციის დარბევისას დაიღუპნენ აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, მარინე ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი.

დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა ათასობით ადამიანი.

საქართველო საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც პირველებმა გადადგეს ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. ამ პროცესს დიდწილად ხელი შეუწყო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა. ხშირად 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიას განიხილავენ როგორც იზოლირებულ, უნიკალურ მოვლენას საბჭოთა იმპერიის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ზეგავლენით დაშლის პროცესში.

1991 წლის 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელი ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი", ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge