primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

თბილისის მეტრო 50 წლისაა

  • საზოგადოება
  • 28.01.2016
  • 16:51
თბილისის მეტრო 50 წლისაა

თბილისის მეტროს 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საზეიმო მიღება გამართა. მიღებას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები, საერთაშორისო ასოციაციისა „მეტრო“ და UITP წევრი კომპანიების წარმომადგენლები, 11 სხვადასხვა ქალაქის მეტროს ხელმძღვანელი პირები, თბილისის მეტროს თანამშრომლები და შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯაფარიძე. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს მეტროს ის თანამშრომლები, რომლებიც გახსნის დღიდან მუშაობენ მეტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. ერთგულ თანამშრომლებს კი სპეციალური სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

საზეიმო მიღების შემდეგ, თბილისის მერმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მეტროსადგურის „რუსთაველი“ ქვედა ფოიეში გამართული გამოფენაც დაათვალიერა. ექსპოზიციაზე  მეტროს ისტორიის ამსახველი არქივიდან 56 ფოტო-სურათი იყო წარმოდგენილი.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წელს იგეგმება მეტროს განვითარება, რაც მოქალაქეების კომფორტულად მგზავრობასთან არის დაკავშირებული.

„7 პროექტი, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების განახლებას ისახავს მიზნად,  თვითონ მეტროს შემადგენლობის განახლების  მოდერნიზაციის  პროექტი  და ასევე,  დამატებით ახალი სადგურის მშენებლობის პროექტი არის ის რაც  მომავალთან,  თბილისის მეტროპოლიტენის კიდევ უფრო მეტად განვითარებასთან და კომფორტულად მგზავრობასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ როგორც მიღწევებზე და ვიხსენებთ თბილისის მეტროპოლიტენის  ისტორიას, ასევე, ვსაუბრობთ მის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროს“,- განაცხადა  დავით ნარმანიამ. 

ამჟამად, თბილისის მეტროს სისტემა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის პროცესშია: იგეგმება 6 სადგურის რეაბილიტაცია, ესენია: ახმეტელის თეატრი, ვარკეთილი, სადგურის მოედანი 1, მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედანი და ავლაბარი. 

ამასთან, 2016 წელს დაგეგმილია 19 ვაგონის მოდერნიზება, რაც ითვალისწინებს  კაპიტალური შეკეთებისათვის  გათვალისწინებულ მოცულობით სამუშაოებს, ასევე, თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს. მთლიანად იცვლება ვაგონების ინტერიერი, ექსტერიერს მიეცემა თანამედროვე სახე, შეიცვლება ძველი სანათები ახალი, დიოდური განათებებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ძველი მექანიკური და კონტაქტორული დეტალები შეიცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

იგეგმება მეტროსადგურ რუსთაველის კაპიტალური შეკეთებაც. პროექტის მიხედვით, რუსთაველის სადგურს უნდა შეუნარჩუნდეს ძველი არქიტექტურული იერსახე. განახლდება როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიერი, განხორციელდება ელ-მომარაგებისა და წყლის გადაყვანის სისტემების რეაბილიტაცია, სატელეფენო, სატელევიზიო და კომპიუტერული ქსელების დაცვითი სისტემების, ასევე, სახანძრო უსაფრთოების სისტემების სრული რეკონსტრუქცია.

2016 წელს კაპიტალურად გარემონტდება 5 ესკალატორი, კერძოდ, მეტროსადგურ „ავლაბრის“ 1, „წერეთლის“ 1 და „მარჯანიშვილის“ 3 ესკალატორი. ასევე, დაიწყება „სადგურის მოედანი 1“-ის ესკალატორების კაპიტალური შეკეთება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge