png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გია გაჩეჩილაძე საზოგადოებრივ მოძრაობა "აი ია"-ს დაფუძნებას გეგმავს

  • საზოგადოება
  • 09.04.2021
  • 23:15
გია გაჩეჩილაძე საზოგადოებრივ მოძრაობა "აი ია"-ს დაფუძნებას გეგმავს

გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი", საზოგადოებრივ მოძრაობა "აი ია"-ს აფუძნებს. ამის შესახებ მან ევროპის მოედანზე გამართული "ინტელექტუალური შეკრების" შემდგომ პრესკოფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეკრებით დადასტურდა, რომ ხალხი შექმნილი პოლიტიკური კრიზისით დაიღალა და სიტუაციას განმუხტვა სჭირდება.

გაჩეჩილაძე სამომავლოდ არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნას.

"ეს მოძრაობა დაფუძნდება ძალიან მალე და შემდეგ უკვე ამ ხალხის კარნახით შევქმნით ახალ ძალას. ეს არის ჩემი ნაფიქრი და გამოჩნდება რამდენად შევძლებთ ამას", - თქვა გაჩეჩილაძემ.

გია გაჩეჩილაძის განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის დასრულებაზე პასუხისმგებლობა საზოგადოებამ უნდა აიღოს.

"რაც შეიძლება სწრაფად დავამთავროთ „ნაცმოძრაობის“ პროვოცირებული და „ქართული ოცნების“ უსუსურობით შექმნილი პოლიტიკური მოცემულობა", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, გია გაჩეჩილაძის ორგანიზებით, ევროპის მოედანზე დღეს "ინტელექტუალური შეკრება" გაიმართა. მოედანზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა საპატრიარქოსთან გადაინაცვლა და პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადა. მოგვიანებით, საზოგადოება გაემართა "დედა ენის" ბაღისკენ, სადაც გაჩეჩილაძის მიერ ინიცირებული "მარადისობის დღის" დაფუძნების შესახებ გამოაცხადეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge