ახმეტაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ოთახში დასვენებული ადამიანის ცხედარი დაიწვა
- საზოგადოება
- 11.04.2021
- 11:51
ახმეტაში ხანძრის დროს საცხოვრებელი სახლი და ოთახში დასვენებული ადამიანის ცხედარი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, შენობის მეორე სართულზე მიცვალებულის ცხედარი იყო დასვენებული და ცეცხლი სავარაუდოდ, ანთებული სანთლისგან გაჩნდა.
ხანძრის შედეგად დაზიანდა ტექნიკა და ავეჯი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200