png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვირუსის გავრცელების პიკში, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში შევალთ - ამირან გამყრელიძე

  • საზოგადოება
  • 18.04.2021
  • 14:25
ვირუსის გავრცელების პიკში, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში შევალთ - ამირან გამყრელიძე

ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება და არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, აღდგომის სადღესასწაულო დღეებმა რეკომენდაციების დაცვის ფონზე ჩაიაროს.

„დადებითობის დღიური მაჩვენებელი პირველად ასცილდა ოთხ პროცენტს, თუმცა 14 დღის მონაცემებით, ის ჯერჯერობით 2,98 პროცენტია. ასევე, უარესდება სხვა ინდიკატორებიც, რეპროდუქციის ინდექსი გაზრდილია, ისევე, როგორც გაზრდილია დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე ანუ აქტიური შემთხვევების რიცხვი არის 10 478. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება და არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ დაბალია და 50 პროცენტს შეადგენს და მობილობა არის ცხრა პროცენტი, ანუ სერიოზულად არის გაზრდილი მობილობა.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე აღდგომა ჩავამთავროთ ძალიან მშვიდად და მოკრძალებულად. რეკომენდაციები უმკაცრესად უნდა იყოს დაცული როგორც აღდგომის წინა პერიოდში, ასევე შემდგომ დღეებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge