primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

  • მსოფლიო
  • 23.04.2021
  • 18:03
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

გაძევების გადაწყვეტილების შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა.

"ჩვენი ჩეხი მოკავშირეების სოლიდარობისა და ვენის კონვენციის დარღვევებთან დაკავშირებით, ლატვიამ მიიღო გადაწყვეტილება რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. ლატვია არ შეეგუება დივერსიულ საქმიანობას არც მის ტერიტორიაზე, არც მისი პარტნიორებისა და მოკავშირეების ტერიტორიაზე”, - წერს რინკევიჩი.

ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო.

ვილნიუსმა რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვება 7 დღის განმავლობაში მოსთხოვა.

გარდა ამისა, ესტონეთი რუსეთის საელჩოს ერთ თანამშრომელს გააძევებს.

უწყება აღნიშნავს, რომ ესტონეთში რუსეთის ელჩი ალექსანდრ პეტროვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც გამოუცხადეს მტკიცე პროტესტი ჩეხეთში, 2014 წელს საბრძოლო მასალების საცავზე რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლების თავდასხმის გამო.

"სოლიდარობის ნიშნად, ესტონეთი აძევებს ერთ რუს დიპლომატს, რომლის საქმიანობა არ შეეფერება ვენის კონვენციასთან შეთანხმებულ დიპლომატიურ საქმიანობას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც განაცხადა, რომ კრემლი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

"მათ დიპლომატებს შეუძლიათ უკვე დაიწყონ იმის გარკვევა, თუ რომელ მათგანს მოუწევს ბარგის შეკვრა", - თქვა ზახაროვამ.

გასულ კვირას, ჩეხეთმა რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა. ჩეხეთის მხარე დარწმუნებულია, რომ გაძევებული "დიპლომატები" მონაწილეობდნენ 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ საბრძოლო მასალების საცავის აფეთქებაში, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გააძევა სლოვაკეთმაც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge