4 მაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება სინოფარმზე ჩაწერა - გამყრელიძე
- საზოგადოება
- 24.04.2021
- 19:42
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინურ ვაქცინა სინოფარმს 86%-იანი ეფექტურობა ახასიათებს.
"500 აცრილი ადამიანი ერთ სიცოცხლეს ინარჩუნებს. რამდენი 500 ადამიანი აიცრება, იმდენი თითო სიცოცხლე გადარჩება ქვეყანაში.
4 მაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება სინოფარმს ზე ჩაწერა, ის ამუშავდება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის 86%-მდე აქვს სინოფარმს ეფექტურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ აცრილი ხარ ამ პროცენტის ალბათობით არ დაგემართება ინფექცია," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ორშაბათს იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს თუ ვის აცრიან სინოფარმის ჩინური ვაქცინით საქართველოში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200