გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა
- საზოგადოება
- 30.04.2021
- 19:16
ცოტა ხნის წინ გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დაისეტყვა. დაზარალებულია სოფელი კაჭრეთი, ქოდალო და არაშენდა.
ნაწილობრივ განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ერთწლიანი ნარგავები და ვენახები.
გურჯაანის მერის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში კომისიასთან ერთად ვითარებას ადგილზე ეცნობა და ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელს ხაშმსა და პატარძეულს კი მცირე ზარალი მიადგა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200