18 დაღუპული და 10 დაჭრილი - თალიბების თავდასხმა ავღანეთის სამხედრო ბაზაზე
- მსოფლიო
- 03.05.2021
- 12:52
მოძრაობა „თლიბანის“ მებრძოლები ავღანეთში სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ, დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი, კიდევ ათი კი დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, თალიბები, ფარაჰის პროვინციის, ბალა-ბალუქის ბაზაზე სპეციალურად გათხრილი გვირაბის მეშვეობით შევიდნენ.
ბაზაზე შეღწევის შემდეგ თალიბებმა მძლავრი აფეთქება განახორციელეს. ადგილზე დაახლობით 30 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.