ხელვაჩაურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
- სამართალი
- 31.01.2016
- 14:13
ხელვაჩაურში მდინარე ჭოროხის მიმდებარედ ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ადგილობრივებმა დღეს, დილით აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2 ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ამ დროისთვის ცხედარი გადასვენებულია ბათუმის პროზექტურაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200