საფლავზე გასვლის გამო დაკავებული აქტივისტი ნიკა ნარსია გაათავისუფლეს
- საზოგადოება
- 03.05.2021
- 14:12
საფლავზე გასვლის გამო დაკავებული აქტივისტი, ნიკა ნარსია თავისუფალია.
აქტივისტი გუშინ, 2 მაისს დააკავეს, როცა მისი თქმით, მამისა და დის საფლავზე შესვლას ცდილობდა.
პოლიცია მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი უახლოეს 10 დღეში გაიმართება.
2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია. დაწესებული შეზღუდვის დამრღვევი 2 000 ლარით დაჯარიმდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200