png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

წითელი ჯვარი საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმს გადმოსცემს

  • საზოგადოება
  • 08.05.2021
  • 13:55
წითელი ჯვარი საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმს გადმოსცემს

წითელი ჯვარი საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმს გადმოსცემს. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

როგორც მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, ვაქცინის გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„საქართველოს წითელი ჯვარი, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია აქტიურად გვეხმარება პანდემიის მართვის პროცესში, ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის მოზიდვის პროცესში წითელი ჯვრის დახმარებას. იგეგმება კონკრეტულად სინოფარმის ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.

ჰუმანიტარული ორგანიზაციის მხრიდან შეხვედრას წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევა ესწრებოდნენ.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩინეთის წითელ ჯვართან, ისინი საქართველოს წითელ ჯვარს გადმოსცემენ ვაქცინას, ჩვენ კი სამინისტროს გადავცემთ. პირველ ეტაპზე საუბარია 100 000 დოზაზე“, - აღნიშნა ნათია ლოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოფარმის ვაქცინას ავტორიზაცია გუშინ მიანიჭა.

საქართველომ სინოფარმის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

მსურველებს რეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ პორტალზე შეუძლიათ -https://booking.moh.gov.ge/

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge