ყაზანის სკოლაში სროლას 7 ბავშვი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 11.05.2021
- 13:03
რუსეთის ქალაქ ყაზანის სკოლაში მომხდარ სროლას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაიჭრა. ყველა გარდაცვლილი სკოლის მოსწავლეა. დაჭრილები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. ინფორმაციას ადასტურებს თათრეთის პრეზიდენტი რუსტამ მინიხანოვი. მისი თქმით, დაღუპულები მერვე კლასის მოსწავლეები არიან - ოთხი ბიჭი და სამი გოგონა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 11 დაღუპულის შესახებ.
თავდამსხმელი დაკავებულია.
რუსეთის შს სამინისტროს განცხადებით, ყაზანში მოქმედებს ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.