png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროკავშირმა საქართველოს მიერ GSP+ რეჟიმის ფარგლებში გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასა

  • ეკონომიკა
  • 01.02.2016
  • 11:41
ევროკავშირმა საქართველოს მიერ GSP+ რეჟიმის ფარგლებში გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასა

ევროკავშირმა დადებითად შეაფასა GSP+ (ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა) რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მიერ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებისა და ეფექტურად განხორციელების კუთხით გაწეული სამუშაო.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამომდინარე იქედან რომ საქართველომ ევროკავშირთან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცე, აღნიშნული რეჟიმი (GSP+) საქართველოსთვის 2016 წლის ბოლოს გაუქმდება. (საქართველოსთვის GSP+ ძალაში დარჩა DCFTA-ის ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში)

ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა, რომელიც 1971 წლიდან მოქმედებს, მხარს უჭერს განვითარებად ქვეყნებს სიღარიბის შემცირებაში, კარგი მმართველობის დანერგვასა და მდგრადი განვითარების კუთხით. ეს სისტემა აგრეთვე ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს, მეტი შემოსავალი მიიღონ საერთაშორისო ვაჭრობიდან.

სპეციალური პრეფერენცია მდგრადი განვითარებისა და კარგი მმართველობისთვის (ე.წ. GSP+) უზრუნველყოფს სატარიფო ხაზების 66%-ზე მოსაკრებლის სრულ გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადია ეკონომიკური დივერსიფიკაციის და იმპორტის მოცულობის კუთხით. აღნიშნულის სანაცვლოდ, ბენეფიციარმა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ 27 ძირითადი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება და ეფექტური განხორციელება.

ევროკავშირმა ამ მიმართულებით დადებითად შეაფასა გაეროს კონვენციების შესაბამისად საქართველოს მიღწევები შემდეგ სფეროებში:

-              ადამიანის უფლებების დაცვა;

-              შრომითი უფლებები;

-              გარემოს დაცვა;

-              კარგი მმართველობა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge