primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ისრაელის ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს

  • მსოფლიო
  • 12.05.2021
  • 12:36
ისრაელის ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს

ისრაელის ქალაქ ლოდში არაბ და ებრაელ მოსახლეობას შორის შეტაკებების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა. შესაბამისი ინფორმაცია ისრაელის პრემიერ მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ამის გარდა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ლოდში სასაზღვრო პოლიციის ბატალიონების დაუყოვნებლივ გადასროლის შესახებ.

მანამდე ლოდის მერმა პრემიერ ნეთანიაჰუს სთხოვა ქალაქში სამხედრო ქვედანაყოფების შეყვანა, რადგან სიტუაცა ხელისუფლების კონტროლს აღარ ექვემდებარეობდა. ტელეარხ Al-Mayadeen-ის ინფორმაციით, არაბი ახალგაზრდების ჯგუფები წვავდნენ ისრაელელების ავტომობილებს, ასევე იყო ერთ-ერთი სინაგოგის დაწვის მცდელობაც.

არაბულ რაიონებში მღელვარება ისრაელისა და  ღაზის სექტორის ტერიტორიებზე სარაკეტო იერიშის ფონზე იზრდება. ესკალაციის დაწყებიდან ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა ისრაელის მიმართულებით 1000-მდე რაკეტა ისროლეს. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის იერიშებს ავიადარტყებით პასუხობენ. ბოლო მონაცემებით ღაზაში ისრაელის სარაკეტო იერიშებს 35 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელში კი დაღუპულია 5 მოქალაქე.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge