ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაინგრა შენობა, სადაც განთავსებული იყო საერთაშორისო მედიის ოფისები
- მსოფლიო
- 15.05.2021
- 16:46
ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 15-სართულიანი შენობა დაინგრა, სადაც განთავსებული იყო საერთაშორისო მედიის ოფისები.
მანამადე, ისრაელმა გააფრთხილა, რომ უახლოეს საათებში მისი თავდაცვის ძალები დაარტყამდნენ შენობას, სადაც განლაგებულია ტელეარხ Al-Jazeera-ს, სააგენტო Associated Press-სა და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებების ოფისები.
Al-Jazeera-ს დაAssociated Press-ის ინფორმაციით, გაფრთხილების მიღების შემდეგ თანამშრომლებმა და სახლში მცხოვრებმა მოქალაქეებმა შენობა დაუყოვნებლივ დატოვეს.