ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მხარდაჭერისთვის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს მადლობას უხდის
- პოლიტიკა
- 16.05.2021
- 12:52
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მხარდაჭერისთვის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს მადლობას უხდის.
„მადლობა ისრაელის გვერდით მტკიცედ დგომისა და ჩვენი უფლების მხარდაჭერისთვის, თავი დავიცვათ ტერორისტული თავდასხმებისგან“, – წერს ნეთანიაჰუ მიკრობლოგ „ტვიტერზე“.