ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ღაზაში მსხვერპლთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა, მათ შორის 55 ბავშვია
- მსოფლიო
- 16.05.2021
- 17:08
ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა. მათ შორის 55 ბავშვი და 33 ქალია. ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
უწყებისვე ინფორმაციით, კიდევ დაშავებულია 1 230 ადამიანი.
ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს გამწვავდა. ბოლო მონაცემებით, ესკალაციის დაწყებიდან ღაზადან ისრაელის ტერიტორიაზე 2 900 რაკეტა ისროლეს, მათ შორის 1 150 ისრაელის თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანადგურა. ასევე ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 10 დამიანი.