წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს
- სამართალი
- 18.05.2021
- 22:12
წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ის, სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.
შემთხვევა მესამე საჯარო სკოლასთან გუშინ მოხდა. ბიჭს ჭრილობა მუცლის არეში აქვს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტში მონაწილე ჯერ არ დაუკავებიათ.
გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200