საუკეთესო შემთხვევაში მესამე ადგილზე გავა - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე
- პოლიტიკა
- 18.05.2021
- 23:10
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდს მომავალ არჩევნებზე ნაკლები წარმატება მოელის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
"მე შემიძლია გითხრათ, რომ ის მეორე ადგილზე ვერ გავა, საუკეთესო შემთხვევაში გავა მესამე ადგილზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე, კობახის თქმით, ამის შანსი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.