ლიბანიდან ისრაელს რაკეტები ესროლეს, ისრაელმა ავიადარტყმებით უპასუხა
- მსოფლიო
- 19.05.2021
- 18:34
ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ოთხი რაკეტა ისროლეს. ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ერთი რაკეტა გაანეიტრალეს, ერთი ჭურვი ღია ადგილზე ჩავარდა, ორი კი - ზღვაში. ისრაელის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ლიბანს საჰაერო დარტყმებით უპასუხეს.
ამასთან, ლიბანის მხარის განცხადებით, ისრაელის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ლიბანის სამხრეთით მდებარე დასახლებები.