primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ირაკლი ღარიბაშვილმა პედრო სანჩესი საქართველოში მოიწვია

  • პოლიტიკა
  • 20.05.2021
  • 22:43
ირაკლი ღარიბაშვილმა პედრო სანჩესი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე.

ხაზი გაესვა, რომ ესპანეთი საქართველოს მკაფიო და სერიოზული მხარდამჭერია ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის. აქვე, ესპანეთის პრემიერმა დაადასტურა მზაობა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდეს ყველა დონეზე. გამოითქვა სურვილი, რომ გაღრმავდეს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა.

შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები, რომელსაც ასევე ექნება ბიზნეს კომპონენტი. ამ კუთხით ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია, ესპანური კომპანიები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში.

საუბარი შეეხო კოვიდპანდემიით მსოფლიოში გამოწვეულ რთულ ვითარებას. ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, გამოთქვა მზადყოფნა, ევროკავშირის პროექტებში ჩართულობის გზით, მომავალშიც დაეხმაროს საქართველოს, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მონკლოას სასახლეში გამართულ შეხვედრას, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ილია გიორგაძე ესწრებოდნენ.

“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებზე, ასევე მიმოვიხილეთ ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიც არის კოვიდპანდემიასთან ბრძოლა, ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკის დარგში. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ ბიზნეს ფორუმს, რათა კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნესის კლიმატით. ჩვენი მონაწილეობა FITUR-ის გამოფენაზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მსოფლიო უკვე იხსნება და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ტურისტები საქართველოში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელად მადლობა გადავუხადო ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მე ასე ვიტყოდი, მთელ მსოფლიოში არის საუკეთესო ელჩი ჩვენი ქვეყნის. ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge