დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს
- სამართალი
- 21.05.2021
- 11:34
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200