primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებ, შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები და გაიყვანოს უკანონოდ განლაგებული სამხედრო ძალები საქართველოდან - ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 21.05.2021
  • 16:57
 რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებ, შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები და გაიყვანოს უკანონოდ განლაგებული სამხედრო ძალები საქართველოდან - ზალკალიანი

საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 21 მაისს ონლაინფორმატის რეჟიმში გაიმართა ევროპის საბჭოს 131-ე მინისტერიალი, რა დროსაც მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის უკანონო ქმედებები უმძიმეს შედეგებს იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის და მათ მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის მიერ, ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევევების, მათ შორის მკვლელობების, უკანონო დაკავებების, საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტებს. ასევე, ჩვენ ე.წ. გამშვები პუნქტების უპრეცედენტოდ ხანგრძლივი დროით დაკეტვისა და გადაადგილების შეზღუდვის მოწმენი ვართ. სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ოთხი ადამიანი, რომელიც მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე მისასვლელად მდინარე ენგურის გადაკვეთას ცდილობდა, დაიხრჩო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისათვის 12 წლით ტყვეობის გახანგრძლივების ფაქტს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი და ხმამაღალი პოზიცია მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისათვის.

„ნება მომეცით, თქვენი ყურადღება გავამახვილო ზაზა გახელაძის საქმეზე, რომლის უკანონო დაკავება ცხინვალში 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებით. მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი პოზიცია მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლების მისაღწევად. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დარღვევები, დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები საქართველოს ორივე რეგიონში, ასევე გაიყვანოს უკანონოდ განლაგებული სამხედრო ძალები საქართველოდან, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმები და პრინციპები. მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის რუსეთზე ზეწოლის შედეგადაა შესაძლებელი, დასრულდეს ოკუპაცია და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გაუსაძლისი ყოფა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

„მინისტერიალის ფარგლებში, ცნობად იქნა მიღებული ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ეხება 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშს გენერალური მდივანი მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგის მუდმივი 2.1 საკითხის: „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ შესაბამისად წელიწადში ორჯერ წარადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge