ბელარუსის მიერ ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავებას სერიოზული შედეგები მოყვება - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
- მსოფლიო
- 23.05.2021
- 21:52
ბელარუსის ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერი ჟურნალისტის, Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებლის რომან პროტასევიჩის დაკავებას სერიოზული შედეგები მოყვება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა.
„დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია Nexta-ს ჟურანლისტის რომან პროტასევიჩის დაკავებით და იმ გარემოებებით, რომელმაც მინსკში მისი იძულებითი დაჯდომა განაპირობა. ჩვენ ქმედებებს შევათანხმებთ მოკავშირეებთან. ლუკაშენკას ამ უცნაურ ქმედებას სერიოზული შედეგები მოყვება“, - დაწერა რააბმა Twitter-ზე.
ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა. ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ბორტზე ოპოზიციონერი ჟურნალისტი, Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.
მომხდარს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროსაბჭო. ევროკომისია, ევროპარლამენტი. ასევე ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის ხელისუფლებისგან განმარტებებს მოითხოვენ.