png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

“ერთ მუშტად” არიან შეკრული: მოფაშისტო ელემენტები, შავბნელი მღვდლები, დემაგოგი პოლიტიკოსები, რუსეთის აგენტები და გულწრფელად შეწუხებული ადამიანები - გოცირიძე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე

  • კომენტარები
  • 24.05.2021
  • 14:34
“ერთ მუშტად” არიან შეკრული: მოფაშისტო ელემენტები, შავბნელი მღვდლები, დემაგოგი პოლიტიკოსები, რუსეთის აგენტები და გულწრფელად შეწუხებული ადამიანები - გოცირიძე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე

რომან გოცირიძე ანტიჰესური გამოსვლებს იხსენებს და აი, რა პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

"გამახსენდა ანტიჰესური გამოსვლების ერთი ეპიზოდი ეროვნული მოძრაობის პერიოდში, საბჭოთა კავშირის არსებობის მიწურულს. ითხოვდნენ ჟინვალის ჰესის დაცლას. გადახედეთ მაშინდელ პრესას: “დამოკლეს მახვილი თბილისის თავზე”, “ჟინვალი რომ გასკდეს, პლეხანოვს 9 მეტრიანი ტალღა გადაუვლის”, “ჟინვალის კაშხალი ჟონავს”. მერე ჩაბნელდა საქართველო და ჟინვალის დაცლაც გადაავიწყდათ. ახლა დენი თავზესაყრელად რომც გვქონდეს, ჟინვალს მაინც ვერ დავცლით. ჟინვალს ვსვამთ, თბილისის ზღვას ვსვამთ, არაგვს ვსვამთ, მაგრამ წყალი მაინც არ გვყოფნის.

ახლა ქუთაისია “საფრთხეში”. ტალღა უფრო დიდი იქნებაო, 19 მეტრის სიმაღლის. შუშის პარლამენტს დაფარავსო.

გავიდა სამ ათეულ წელიწადზე მეტი. მამების საპროტესტო ესტაფეტა შვილებმა აიტაცეს. როგორც მაშინ, “ერთ მუშტად” (მუშტები ცუდად აქვს დაცდილი ქვეყანას), არის შეკრული საზოგადოება: მოფაშისტო ელემენტები, შავბნელი მღვდლები, მემარცხენე, მემარჯვენე თუ სულაც ორიენტირის არმქონე ინტელექტუალები, დემაგოგი პოლიტიკოსები, რუსეთის აგენტები და გულწრფელად შეწუხებული ადამიანები. ეს ხალხი გააერთიანა ერთმა იდეამ, ოღონდ, რომ ჰკითხოთ, რა არის ეს იდეა, ყველასთვის სხვადასხვა რამ აღმოჩნდება.

გავა კიდე ერთი ოცდაათი წელიწადი. ამოიღებენ “სკივრიდან” ფოტოებს (შეიძლება ეს სკივრი იმ დროს უკვე ფრჩხილში ან სულაც თავში ჩასმული მიკროჩიპი იყოს). ზოგი იამაყებს, ზოგს შერცხვება, ზოგს გაუკვირდება. აი ისე გაუკვირდება, როგორც მე მიკვირს ახლა, როცა ვუყურებ ხოლმე სკივრიდან ამოღებულ იმ ფოტოებს, რომელშიაც საქართველოს უახლოესი ისტორიის უმძიმესი პროცესებია ასახული. ფაქტობრივად, არ ყოფილა არცერთი მოვლენა, რომელშიაც ამა თუ იმ ფორმით არ ვყოფილიყავი ჩართული. ძალიან ბევრი რამ მეცნობა, როგორც იტყვიან, “სხეულით ვგრძნობ” ხოლმე.

ასე წვალებ-წვალებით, არა ერთი და ორი ათეული წლის შემდეგ, დავემსგავებით რაღაცას, აი ისეთს, ევროპაში რომ მოგვწონს, ოღონდ ჩენთვის რომ არ გვინდა თუ ჩვენთვის ჯერ რომ ადრეა. ერთ სულზე მშპ-ც ცოცვა- ცოცვით გაიზრდება ( ამაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული აზრები თავებში), დენიც გვექნება მრავალწყაროიანი ( დაახლოებით 10-15 პროცენტი ქარისაც და მზისაც ოცდათიოდე წლის შემდეგ). მოკლედ, რაღაცას დავემსგავსებით.

ახლა კი ისა ვართ, რაცა ვართ რესპუბლიკის მოედანზე-ღარიბები ( მრავალმხრივად) და ამაყები. ოღონდ აქაც რომ ჰკითხო ახლა, რა არის საამაყო, ყველა მხარეს თავისი ახსნა ექნება და არცერთი დაემთხვევა ერთმანეთს".- წერს რომან გოცირიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge