primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ბაიდენმა მკაცრად დაგმო ლუკაშენკას რეჟიმის მიერ თვითმფრინავის გატაცება

  • მსოფლიო
  • 25.05.2021
  • 12:13
ბაიდენმა მკაცრად დაგმო ლუკაშენკას რეჟიმის მიერ თვითმფრინავის გატაცება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში იძულებით დასმას "საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფა" უწოდა და თავის ადმინისტრაციას მომხდარზე რეაგირების ღონისძიებების შემუშავება დაავალა.

პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო მომხდარი ინციდენტი.

ჯო ბაიდენი უერთდება საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის ინიციატივას, რომელიც გაისმა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებისგან. იგი ასევე მიესალმა ევროკავიშირის გეგმას ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებისა და სხვა ზომების დაწესების შესახებ.

ამასთან, თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბაინდემა სთხოვა თავის ადმინისტრაციას, პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციით, შეიმუშავონ მომხდარზე პასუხისმგებელი პირების მიმართ რეაგირების ღონისძიებები.

ამერიკის პრეზიდენტმა ლუკაშენკას რეჟიმის მიერ ჟურნალისტს პროტასევიჩის დაკავებას უწოდა "სამარცხვინო შეტევა როგორც პოლიტიკურად განსხვავებულ აზრზე, ასევე პრესის თავისუფლებაზე".

"შეერთებული შტატები უერთდება მსოფლიოს ქვეყნებს მისი გათავისუფლების, აგრეთვე ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნას, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულნი ლუკაშენკას რეჟიმის მიერ", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ბელარუსი ხალხის მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, 23 მაისს, ლუკაშენკას განკარგულებით, ათენიდან ვილნიუსს მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის, Nexta-ის ყოფილი რედაქტორის რომან პრატასევიჩის დაკავების მიზნით, მინსკის აეროპორტში იძულებით დასვეს.

ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ცნობით, თვითმფრინავი მინსკში ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე დასვეს. ჩხრეკის შედეგად, ბორტზე არავითარი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოუჩენიათ.

24 მაისს ლუკაშენკას მიერ მართულმა მედიამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაკავებული ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი ამბობს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მასობრივი არეულობების ორგანიზების შესახებ აღიარებით ჩვენებას აძლევს. ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ პროტასევიცი სავარაუდოდ ნაცემია და მისი ჩვენება ძლიერი წნეხის შედეგად არის მოპოვებული.

მინსკი რომან პროტასევიჩს ექსტრემისტულ საქმიანობაში სდებს ბრალს. 2019 წელს პროტასევიჩმა ბელარუსი დატოვა და პოლონეთს სთხოვა თავშესაფარი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge