primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

"ნაციონალური მოძრაობა" მილევად რეჟიმშია გადასული - ალუდა ღუდუშაური

  • პოლიტიკა
  • 25.05.2021
  • 15:09
"ნაციონალური მოძრაობა" მილევად რეჟიმშია გადასული - ალუდა ღუდუშაური

"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ორი ცუდი არჩევანი - დაადგეს "ევროპული საქართველოს" გზას, ან შემობრძანდეს პარლამენტში და ამით აღიაროს მარცხი", ასე მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა "ნაციონალურ მოძრაობას".

მან ენმ-ს მოუწოდა სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, რათა ფანჩატური დატოვონ და პარლამენტში შევიდნენ.

"აქ არის ცარიელი ადგილები, რომელიც „ ნაციონალური მოძრაობას" ხალხმა იმ მანდატებით მიაკუთვნა. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების, ასე ვთქვათ, მწვავე გამოსვლები, რომელიც ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ გაჯერებული იყო პოპულიზმით და არანაირი საგნობრივი საუბარი მათგან არ მოგვისმენია.

ქვეყნის იმ საჭიროებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს კოვიდპანდემიიდან გამომდინარე შემცირებული სამუშაო ადგილები და სხვა, სწორედ გაერთიანება სჭირდება და ის დოკუმენტი, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, ამას ისახავდა სწორედ მიზნად. ეს კარგად იცით თქვენ, მაგრამ რა ქნას "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომელიც ჩიხშია შესული, რომელიც არის დესტრუქციული ძალა. მას აქვს ორი ცუდი არჩევანი, ერთი - დაადგეს "ევროპული საქართველოს" გზას, ან მეორე, შემობრძანდეს პარლამენტში და ამით აღიაროს მარცხი. აქაც უჭირთ. ამიტომ ძალიან მარტივია გამოსავალი, მოიხადონ ბოდიში და საზოგადოებას უთხრან, რომ არ გაიმეორებენ იმ შეცდომებს, რომელსაც კატასტროფულად უშვებდნენ".

ალუდა ღუდუშაურის თქმით, "მათი ფორმალური ხელმძღვანელი, ბატონი მელია, რომელსაც პრაქტიკულად კინაღამ ქვეყანა გადააყოლეთ, რამოდენიმე დღის გამობრძანებული იყო, განაცხადეთ, რომ ხალხს უნდა ვკითხოთო, რომ ის დავალება, რაც არჩევენზე მოგვცეს მანდატების სახით, შევასრულოთ თუ არაო და ჰოი საოცრებავ, მეორე დღეს თავქუდმოგლეჯილები გავარდნენ უკრაინაში უცხო ქვეყნის მომთაბარე, მოხეტიალე, გაკოტრებული პოლიტიკოსთან რჩევების საკითხავად".

"როდესაც ხალხზე ვსაუბრობთ, ეს გეხებათ ყველა ოპოზიციის წარმომადგენლებს, იქნებ გადახედოთ თქვენს მიღწევებს, ხალხთან ბმას და იმ პროცენტებს, რომელიც თქვენ ხალხმა დაგიწერათ, რომლის რეალობის გააზრებაც გიჭირთ. "ნაციონალური მოძრაობა" მილევად რეჟიმშია გადასული და ვერ პოულობენ გზას, რომ როგორმე შემოიპარონ პარლამენტში. პარლამენტს აქვს ერთი ცენტრალური კარები, რომელშიც უნდა შემოხვიდე დეპუტატი ღირსეულად. ამიტომ დაანებონ თავი აქეთ-იქით ხეტიალს, აღიარონ და საზოგადოებას უთხრან ბოდიში. შემოვიდნენ ან ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან იმ საჭიროებების გადაწყვეტაში, რომელზეც ახლა თქვენ ასე პოპულისტურად საუბრობთ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge