png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ხვალ, ევროპული საქართველო, რუსთაველის მეტროსთან, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს

  • საზოგადოება
  • 25.05.2021
  • 15:29
ხვალ, ევროპული საქართველო, რუსთაველის მეტროსთან, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს

ხვალ, 26 მაისს, ევროპული საქართველო, რუსთაველის მეტროსთან, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ეპიზოდი, ფიგურა, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფაქტები პირველი რესპუბლიკის ცხოვრებიდან.

კანდელაკის თქმით, გამვლელებს ექნებათ შესაძლებლობა სიმბოლურად გადაიღონ სურათი თავისუფლების ქანდაკების მულიაჟთან და მიიღონ საჩუქრად მარო მაყაშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის გამოსახულებიანი მაისურები. ღონისძიება 10.00 დან 13.00 მდე გაგრძელდება.

„26 მაისს, რუსთაველის მეტროსთან, ევროპული საქართველო გამართავს ღონისძიებას, გამოფენას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილს, სადაც წარმოდგენილი იქნება შედარებით ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ეპიზოდებიც, ფიგურებიც ჩვენი სამწლიანი, სამწუხაროდ ასე ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდიდან. ამავე დროს, გამვლელებისათვის იქნება შესაძლებლობა, რომ სიმბოლურად გადაიღონ სურათი თავისუფლების ქანდაკების მულიაჟთან, რადგან სულისკვეთება ჩვენი პირველი რესპუბლიკის სწორედ ეს იყო, თავისუფალი სამყაროს ნაწილად გახდომა და ვინც გადაიღბს სურათს, ექნება შესაძლებლობა მიიღოს საჩუქრად მაისური მარო მაყაშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის გამოსახულებით, როგორც საზოგადოებისათვის შედარებით უფრო მეტად ცნობილი ფიგურებისა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ და თავისუფლების ბრძოლის.

ჩვენ მომავალში ვაპირებთ, რომ გავარგძელოთ ეს სერია, მათ შორის მაისურების და სხვადასხვა გზით უფრო ნაკლებად ცნობილი ფიგურების პოპულარიზაციაც მოვახდინოთ და რათქმაუნდა, მეტროსთან ასევე იქნება პატარა გამოფენა, სადაც იქნება ასახული შედარებით ნაკლებად ცნობილი მომენტებიც, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტები ჩვენი პირველი რესპუბლიკის ცხოვრებიდან.“ - განაცხადა კანდელაკმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge