შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
- სამართალი
- 02.02.2016
- 10:02
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული მეჰრან რ. თბილისში, მიროტაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 4 შეკვრად დაფასოებული 1,36154 გრ ჰეროინი და 5,76 გრ ტრამადოლის შემცველი 24 აბი ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 66 შეკვრად დაფასოებული 24,67 გრ ჰეროინი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მეჰრან რ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტის დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200