ელისაბედ II საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- პოლიტიკა
- 26.05.2021
- 13:24
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"თქვენს აღმატებულებას და საქართველოს მოსახლეობას საუკეთესო სურვილებით ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს", - ნათქვამია მისი უდიდებულესობა დედოფლის წერილში, რომლითაც ის საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.